პატრიარქი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა (ფოტო)

ივნისი 3, 14:37
0
96

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და მათი გაღრმავების პერსპექტივის შესახებ.

შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი სტუმრობს.