პატარძალი  გულის შეტევით გარდაიცვალა, მამაკაცს მაშინვე მისი და შერთეს ცოლად

ივნისი 3, 19:13
0
95

ინდოეთში, სოფელ სამასპურში 27 მაისს საქორწილო რიტუალის დროს ახალგაზრდა ქალი  გარდაიცვალა.  მანგეშ კუმარი მის რჩეულზე, სურბიზე ქორწინდებოდა, როდესაც წყვილი ერთმანეთს ყვავილებს უცვლიდა, პატარძალი დაეცა და გულის შეტევით ადგილზე გარდაიცვალა.

ქალის ცხედარი ოთახში დაასვენეს, მამაკაცს კი გარდაცვლილი გოგონას და შერთეს ცოლად.

“ჩვენ არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა ამ სიტუაციაში, ორივე ოჯახი ერთად ვიყავით, უცებ კი ვიღაცამ შემოგვთავაზა, რომ ჩემი უმცროსი და, ნიშა გაჰყოლოდა მამაკაცს ცოლად,” – განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.

“ეს ძალიან რთული იყო ჩვენი ოჯახისთვის. ერთი ქალიშვილის გვერდით ოთახში გარდაცვლილი იწვა, ხოლო მეორე ქალიშვილი ამ ოთახში ქორწინდებოდა,” – ამბობს ჟურნალისტებთან გარდაცვლილი პატარძლის ბიძამ.