პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე ჟურნალისტებმა ბანერი, წარწერით – „დასაჯეთ მოძალადეები” ისევ გადმოფინეს

ივლისი 22, 13:23
0
266

პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე ჟურნალისტებმა ბანერი, წარწერით – „დასაჯეთ მოძალადეები” ისევ გადმოფინეს.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ქმედება ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება.

როგორც მან აღნიშნა, 5 ივლისს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.

ამ წუთებში სხდომა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, პარალელურად დარბაზის აივანზე, საიდანაც ჟურნალისტები სხდომას აშუქებენ, მოძალადეების დასჯის მოთხოვნით ბანერი კვლავ გადმოფენილია.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა აღნიშნული ბანერი სხდომათა დარბაზის აივნიდან გასულ კვირასაც, შს მინისტრის მოსმენის დღესაც გადმოჰფინეს, რაც საბოლოოდ, სხდომის დახურვის და ვახტანგ გომელაურის მოსმენის ჩაშლის მიზეზი გახდა.