პაკისტანში მატარებლის ავარიას 30 ადამიანი ემსხვერპლა

ივნისი 7, 11:23
0
54

პაკისტანის სამხრეთ ნაწილში, ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სინდის პროვინციაში მოძრავი ერთი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ვაგონები გადატრიალდა, რომელთაგან რვა მთლიანად განადგურებულია.
სამაშველო ჯგუფებმა დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს; რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
ბოლო წლების განმავლობაში, პაკისტანში სარკინიგზო ავარიის მრავალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ხშირად უპილოტო მატარებლის ხაზებზე გადაადგილებითა და შეჯახებით არის გამოწვეული. რკინიგზით მგზავრობა პაკისტანში საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის.

წყარო: https://www.bbc.com/news/world-asia-57380615