პაატა იმნაძე სასიხარულო ცნობას ავრცელებს

ივნისი 2, 12:46
0
518

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორედ ჩატარებიდან ორ კვირაში ადამიანი უკვე სრულად იმუნურია.

დიდი ბუმი არის ანტისხეულების გამოკვლევაზე, მაგრამ გადატანილების 30%-მდე შეიძლება ანტისხეულები არ ჰქონდეთ, ეს, სხვათა შორის, აცრილებსაც ეხებათ, როცა ძალიან ხშირად იმოწმებენ ხოლმე და ნახულობენ, რომ არ აქვთ ანტისხეულები, მაგრამ ადამიანის სხეულში არის იმუნური სისტემის მეორე სახესხვაობა, რომელსაც უჯრედული იმუნიტეტი ჰქვია. ეს არის, ტელიმფოციტები ჰქვია, მარტივად რომ ვთქვათ, იმუნური მეხსიერების უჯრედებია, რომლებიც იმახსოვრებენ, რომელ ანტიგენთან ჰქონდა მას საქმე, და ეს მეხსიერებაში რჩება ამ უჯრედებში, თუ მეორეჯერ მოხვდება ანტიგენი სხეულში, ამუშავდება უჯრედული იმუნიტეტის მექანიზმები, ამიტომ ისინი, ვისაც არ აქვთ ანტისხეულები, შეუძლიათ იყვნენ წყნარად, ადამიანების ამ ნაწილს უჯრედულ იმუნიტეტში ეს მეხსიერებაში ინახება და მეორეჯერ მოხვედრის შემთხვევაში სხვა მექანიზმებით იწყებს ბრძოლას”,-განაცხადა იმნაძემ.