„ორი ორჯერადად აცრილი კოვიდპაციენტის გარდაცვალების შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა“ – ამირან გამყრელიძე

ივლისი 20, 15:02
0
102

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 2 კოვიდ პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, რომლებიც იყვნენ ორჯერადად აცრილი.

მისი თქმით, სხვადასხვა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს გარდაცვალების მიზეზის დადგენა

„ერთჯერადად აცრილებში გვაქვს 0,8% ინფიცირების მაჩვენებელი და ორჯერადად აცრილებში 0,3% გვაქვს. გიდასტურებთ, რომ ერთჯერადად აცრილებში დღემდე კოვიდით გარდაცვალების 12 შემთხვევაა. არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა ივლისის 5 რიცხვამდე ორჯერადად აცრილებში, მიმდინარეობს კვლევა, იყო თუ არა ეს დაკავშირებული 2 შემთხვევასთან.

გიდასტურებთ რომ, ჯერ არ არის საბოლოო დასკვნა, დადასტურებული იყო თუ არა ეს ორჯერადად აცრილ ადამიანზე. 2 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, აქ არის კრიტერიუმები იყო თუ არა მეორე აცრიდან 14 დღე და ა.შ. ეს ყოველივე გამოქვეყნდება არაფერი დასამალი არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.