ორგანიზაციამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ბათუმში აქცია გამართა

ივლისი 19, 17:53
0
150

„ნუ უჭერთ მხარს უმცირესობას, რომელიც ძალადობს ტრადიციულ უმრავლესობაზე“, „რატომ ისჯება ალტ-ინფო“ და არ ისჯებიან „ფორმულა“, „მთავარი“ და „ტვ პირველი“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელი მერაბ ჭიქაშვილი ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“ მივიდა და საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად აქცია გამართა.

მერაბ ჭიქაშვილმა, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერმა განმარტა, რომ მას და მის ორგანიზაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან რამდენიმე გზავნილი აქვს.

„ევროკავშირი უნდა დაგვეხმაროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სხვა პრობლემების მოგვარებაში, არ უნდა მოგვახვიოს თავს უმცირესობების ტერორი და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. ეს საინფორმაციო საშუალებები ახდენენ ტერორს ცნობიერებაზე, ამიტომ კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს ყველა. ამის თქმა გვინდა მიშელისთვის.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პრემიერ- მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში უნდა ჩატარდეს მზოლოდ სამხედრო აღლუმი. ჩვენ არ გვესმის, როგორ მივაღწევთ ერთობას და გაერთიანებას ჩვენს ოსს და აფხაზს ძმებთან თუკი საკუთარ და მათ უზენაეს ღირებულებას – ოჯახს, სარწმუნოენას და ტრადიციას ვუღალატებთ! – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.