ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი „გადააგდო“, სიტყვა არ შეასრულა – გურამ მაჭარაშვილი

ივნისი 10, 11:43
0
60

საპარლამენტო ოპოზიცია ნიკა მელიას ჩათვლით, ამბობდა, რომ ჩვენ პარლამენტიდან გამოგვიყვანდნენ. ჩვენ ვამბობდით, რომ მათ შემოვიყვანდით პარლამენტში. რომლის სიტყვა შესრულდა, საზოგადოებამ დაინახა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე სიტყვა არ შეასრულა.

„დავფიქრდებოდი ოპოზიციის სიტყვების შესრულებაზე. მათ საკუთარი ამომრჩეველი „გადააგდეს“, არ შეასრულეს სიტყვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.