ოლიმპიური თამაშების ლოზუნგი შეიცვალა

ივლისი 20, 13:27
0
55

ტოკიოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შეხვედრაზე ოლიმპიური თამაშების ლოზუნგი შეიცვალა.

წინადადება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა წამოაყენა.

ახალი ოლიმპიური დევიზია “უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად – ერთად”.

ძველი დევიზი “უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად” 1894 წელს დამტკიცდა. თომას ბახის აზრით, ეს ცვლილება მნიშვნელოვანია.