ოლიგარქებზე კანონის მიღება საქართველოში ვერ მოვასწარიო. რავა ვერაფერს ასწრებდა?!“ – ამირან სალუქვაძე

ივნისი 6, 17:37
0
151
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის კომენტარს გამოექხმაურა, რომელიც ამ  უკანასკნელმა  უკრაინაში ოლიგარქებზე კანონის მიღებასთან დაკავშირებით გადაცემაში “სვობოდა სლოვა” გააკეთა და  სინანული გამოთქვა, რომ  ამის გაკეთება საქართევლოში ვერ მოასწრო.
“ოლიგარქებზე კანონის მიღება საქართველოში ვერ მოვასწარიო. რავა ვერაფერს ასწრებდა?! გარეჯის საკითხი შეთანხმებული მქონდა, ვერ მოვასწარიო. 9 მილიონიანი “კოლჩუგას” 16,5 მილიონად ყიდვა ხომ მოასწარით?! სხვათაშორის, ახლახანს წავაწყდი ჩემს 2007 წლის ინტერვიუს ამ საკითხთან დაკავშირებით.
რომელია ის 20 ქვეყანა, რეფორმებზე რომ იმუშავეს?
ისე, ზელენსკიმ თუ 2 წელიწადში მოასწრო, 9 წელში, თუ მიღება გსურდათ, რატომ არ მიიღეთ?
ან 9 წელს რატომ ვუთვლით მოქალაქეთა კავშირის მთავრობის მინისტრს და პარტიის გენერალურ მდივანს, 1995-2002 წლებში მოქალაქეთა კავშირის მანდატით ორგზის დეპუტატს?! მერე ორ დაჯგუფებაში ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორებმა სძლიეს ძველებს, შექმნეს ახალი პარტია, მოახდინეს რევოლუცია, გადაიფორმეს მაჟორიტარები და 7 წლის შემდეგ კიდევ 9 წელი მართეს ქვეყანა.
არ დავწერდი, მაგრამ არ ეშვება ქვეყანას. თურმე 17 წელში კანონის მიღება ვერ მოასწრო”… – წერს ამირან სალუქვაძე.