ოკუპირებული ცხინვალი სირიაში „საელჩოს“ გახსნას გეგმავს

ივნისი 2, 15:15
0
151

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება სირიაში ე.წ.საელჩოს გახსნას გეგმავს, – მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა განაცხადა.

„ჩვენმა ხელმძღვანელობამ შეიმუშავა დამასკოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. ასევე, სირიული მხარე მზად არის თავის მხრივ შეასრულოს ყველა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა და სირიის ხელმძღვანელობა ერთობლივად გახსნიან „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის საელჩოს სირიის არაბულ რესპუბლიკაში ”, – აღნიშნა ტადტაევმა.

შეგახსენებთ, ტადაევი რამდენიმე დღის წინ, „დელეგაციასთან“ ერთად, დამასკოში იმყოფებოდა. „ვიზიტის“ ფარგლებში, მათ შეხვედრა გამართეს „აფხაზეთის საელჩოში“, რომელიც გასულ წელს გაიხსნა. სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა.