ოცნებამ წარმატებით აითვისა ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიები… სად ვცხოვრობთ? – ვახუშტი მენაბდე

ივლისი 20, 13:06
0
286

„ოცნებამ წამატებით აითვისა ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიები, წინა ხელისუფლების მსახურები საკუთარ მსახურებად დაიყენა და მაინც, ყველა კრიტიკოსს ნაციონალური მოძრაობის სატელიტად მოიხსენიებს და პარალელურად ძალადობრივ ჯგუფებს უმაგრებს ზურგს, აჭმევს და გეშავს“, – წერს სოციალურ ქსელში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

„სად ვცხოვრობთ? ოცნებამ წამატებით აითვისა ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიები, წინა ხელისუფლების მსახურები საკუთარ მსახურებად დაიყენა და მაინც, ყველა კრიტიკოსს ნაციონალური მოძრაობის სატელიტად მოიხსენიებს და პარალელურად ძალადობრივ ჯგუფებს უმაგრებს ზურგს, აჭმევს და გეშავს.

თავის მხრივ ნაციონალური მოძრაობა, რომელის მმართველობის კონცეფცია ძალადობას ეფუძნებოდა, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მებაირახტრედ გვევლინება.

ყოფილი პრემიერი გახარია, რომლის დროსაც ხელოვნების დონეზე ავიდა პოლიტიკური მანიპულაციებისა და გაშავების ტექნიკა, დღეს იმას ჩივის რომ ამ სისტემის მსხვერპლია. და სანამ თქვენ ახლა ამ პოსტს კითხულობთ, პარალელურად, ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც ჩავარდნილი სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია, იმ რეფორმის რომლის შედეგადაც კლანი და ხელისუფლება ალიანსში აღმოჩნდნენ, ლელოს და სამოქალაქო ორგანიზაციების შეხვედრაზე მოხსენებას აკეთებს სახელწოდებით: “ამბიციური სასამართლო რეფორმა”.

ქართული პარტიების დანარჩენი მაგალითები თქვენ ჩამოთვალეთ.“ – წერს კონსტიტუციონალისტი.