ნინოწმინდის საქმეზე მოწმეს ემუქრებოდნენ – „პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“

ივნისი 11, 14:49
0
64

ორგანიზაცია „პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე ერთ-ერთ მთავარ მოწმეს ემუქრებოდნენ, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობით.

როგორც ნეტგაზეთთან ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ამბობს, მოწმეს ეუბნებოდნენ, რომ ის აღარც მედიაში გამოჩენილიყო და აღარც გამოძიებასთან ეთანამშრომლა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პირი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია და „სავარაუდოდ, ამ ადამიანს საცოხვრებელ ადგილს შეუცვლიან“, რასთან დაკავშირებითაც შსსთან კომუნიკაცია უკვე შედგა – „სამწუხაროდ, ამ ყველაფერს სჭირდება საჯაროდ ყვირილი, სხვანაირად სახელმწიფოს არ ესმის“.

„ექმურებოდნენ, კონკრეტული ტექსტებით, რომელმაც გააჩინა სიცოცხლის მოსპობის რისკიც კი. მუქარა შეიცავდა სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაზიანებას,“ – აცხადებს ნეტგაზეთთანა ანა აბაშიძე.