ნინოწმინდის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებიც შევიდნენ

ივნისი 4, 14:04
0
54

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები შევიდნენ. დაწესებულებაში შესვლამდე, მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არიან სოციალური მუშაკები და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებიც.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა, კიდევ 10 ბავშვის გადაყვანაზე მუშაობა კი მიმდინარეობს.

3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.