ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა – გიგი უგულავა

ივნისი 3, 14:44
0
197
გიგი უგულავა, თავის facebook გვერდზე, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
,,ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა. ის რომ სპირიდონს პანსიონში პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე მიყავს, თავხედობაა და ესეც საპარტიარქოს პასუხისმგებლობაა. ის რომ ოთხი წელია პროკურატურა ოთხ საქმეს იძიებს მათ შორის ერთი გაუპატიურების საქმეა, საკმარისი საფუძველია ერთხელ გაგდებული შოთაძის პროკურატურიდან საბოლოოდ გამოსაპანღურებელად. საერთოდ არაა გასაკვირი რომ სახელწიფო დუმს. ისინი მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ კრიტიკოსებისგან.
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად პატრიარქო, პროკურორო, პრემიერ მინისტრო, როცა ბავშვებს ეხება გთხოვთ, გეაჯებით, მოვითხოვ გააღეთ პანსიონის კარი” – წერს გიგი უგულავა