ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მიმართ შტურმი პირდაპირ კავშირშია ლგბტ მოძრაობასთან… – ანდრია ჯაღმაიძე

ივნისი 11, 21:00
0
263

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

 

ის პანსიონის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ლგბტ მოძრაობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველოაფერი ეკლესიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

“ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან.

ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართო მასებში.” – წერს ანდრია ჯაღმაიძე.