ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია, საპატრიარქო წარმოადგენს რუსეთის ბასტიონს საქართველოში – ზურაბ ჯაფარიძე

ივნისი 4, 17:24
0
245

ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია, პრობლემა საპატრიარქოშია, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე:

„ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია, პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში.

კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს.

სხვა ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და/ან პოლიტიკურად წამგებიანიდღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით“.