ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფ არცერთ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება – მიხეილ სარჯველაძე

ივნისი 4, 10:53
0
54

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„სახალხო დამცველსა და მის აპარატს ხელი ეშლებოდა საკუთარი მანდატის განხორციელებაში, რაც უახლოეს დღეებში გადაწყდება , მათ შორის, სახალხო დამცველის მონაწილეობით, მაგრამ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამჟამად პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა ბერკეტი – სამართლებრივი და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ არცერთ იქ მყოფ ბავშვს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდეს და სადღეისოდ ნერვიულობის მიზეზი რეალურად აღმოფხვრილია. მუშაობა გაგრძელდება, რომ რეალურად განხორციელდეს სახალხო დამცველის მხრიდან მონიტორინგის მექანიზმის მუშაობა. კომიტეტი არის და იქნება ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ