ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მათ პოლიციას ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდონ – ნინო ლომჯარია

ივნისი 9, 14:36
0
312

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მათ პოლიციას ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდონ.

სახალხო დამცველის თქმით, მსგავსი ფაქტების შესახებ აპარატში მუდმივ რეჟიმში შედის შეტყობინებები.

„სახალხო დამცველის აპარატი იღებს შეტყობინებებს ნინოწმინდის პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ ათზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომ მათ არ მისცენ პოლიციას ჩვენებები.

ჩვენ დაგივკავშირდა ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც ამჟამად ირიცხება ხიჭაურის უნივერსიტეტში, სადაც ძირითადად სწავლობენ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ ბენეფიციარები და მათი ერთადერთი საცხოვრებელი სწორედ უნივერსიტეტის საერთო საცოხვრებელია.

რამდენიმე დღის წინ მან გადაწყვიტა რომ მიეცა ჩვენება და პოლიციიდან უკან დაბრუნებულს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოსთხოვეს, რომ დაეტოვებინა უნივერსიტეტის ტერიტორია იმის გამო, რომ მან პოლიციას ინფორმაცია მიწოდა. მან წუხანდელი ღამე ერთ-ერთ ადგილობრივთან გაათია და ის არის ღია ცის ქვეშ. სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს, რომ მას მიეცეს თავშესაფარი“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, პანსიონი ბავშვების ნაწილმა უკვე დატოვა. ამ დროისთვის ბავშვთა სახლში 29 აღსაზრდელი იმყოფება.