”ჩემს ფსიქიკას თქვენ არყევთ” -პანსიონის აღსაზრდელები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ივნისი 9, 13:46
0
233

„ეს არ არის ფსიქოლოგიური ტერორი?”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აზიარებს.

ვიდეოში ჩანს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მუშაობას სოცმუშაკები და ფსიქოლოგები აგრძელებენ, მუშაობის პროცესს კი არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებიან, მათ შორის „იუნისეფი”.

პანსიონი ბავშვების ნაწილმა უკვე დატოვა. ამ დროისთვის ბავშვთა სახლში 29 აღსაზრდელი იმყოფება.