ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს მუდივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი – ნინო ლომჯარია

ივნისი 9, 16:55
0
866

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს “მუდივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი”.

“ჩემთვის სიახლე იყო ის, რომ მუდმივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო და პირდაპირ ამბობდნენ, ჩვენს მასწავლებლებს ეუბნებოდნენ, რომ რუსეთზე ცუდი არაფერი უნდა ეთქვათო. ჩვენ გვინდოდა, რომ თავისუფლად გვესაუბრა და კარგი მასწავლებლებიც გვყავდა, მაგრამ მაინც შეზღუდულები იყვნენ გარკვეულ თემებზე სასაუბროდო”