ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ივნისი 18, 17:07
0
139

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილმა სამხრეთაფრიკელი ლოიდ ჯორჯ ჰარისი ორ სეტში, 6:4, 7:6 დაამარცხა.

გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა ჟილ სიმონს, მეორე წრეში კი არტურ რიდნერკნეხს სძლია. ფინალისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე რუსი ანდრეი რუბლიოვი (7) იქნება.