ნათელაშვილი ვიოლა ფონ კრამონზე – მოსყიდულია, მას ფეხებზე ჰკიდია მთელი საქართველო

ივლისი 30, 19:52
0
366

“მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას “ფეისბუქპოსტს”, სადაც ის ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე წერს, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი კომენტარით ეხმაურება და წერს: “ეგ ქალი ტიპიური მოსყიდული ლობისტია ივანიშვილისა. მას სულ ფეხებზე ჰკიდია მთელი საქართველო ჟურნალისტებიანად”.

“პატივისცემის მიუხედავად, სამწუხარო და შემაშფოთებელია ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონის შეფასება საქართველოში მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების თაობაზე. მართალია, მან მკაფიოდ დაგმო მედიაზე თავდასხმა, მაგრამ, გარდა იმისა, რომ წულუკიანის დანაშაულებრივი საქციელი მხოლოდ “დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უჩვეულოდ” შეფასდა, ასევე ნეგატიურ კონტექსტში იქნენ მოხსენიებული “ზოგიერთი ჟურნალისტი”. როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება დანაშაულებრივი ძალადობის რეჟიმშია მედიის წინააღმდეგ, ეს კონტექსტი არ უნდა ტოვებდეს ჟურნალისტების ეთიკურ დარღვევებზე აპელირების სივრცეს. მით უფრო, ვიცეპრემიერის დანაშაულის საპირწონედ ჟურნალისტის ქცევის მოხსენიება, ვეჭვობ, ადეკვატურობა დაკარგული ქართული ოცნების მიერ საკუთარი ძალადობის გამამართლებელ არგუმენტად იქნება გამოყენებული”, – წერს გვარამია.

Cesko