NASA ვენერას სამყაროს შესასწავლად ორ მისიას შეასრულებს

ივნისი 3, 12:49
0
97

„აღმოჩენის პროგრამის“ (Discovery Program) ფარგლებში, აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) დედამიწის უახლოეს მეზობელ პლანეტაზე – ვენერაზე – ორ ახალ მისიას შეასრულებს. NASA-ს მისიების მიზანია დაადგინოს, თუ როგორ გახდა ვენერა „ჯოჯოხეთური სამყარო“ (მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი დედამიწისებური მახასიათებელი აქვს), ასევე ვენერაზე ოკეანისა და დედამიწის მსგავსი კლიმატის არსებობის შესაძლებლობა.
Discovery Program-ის ფარგლებში, თითო მისიისთვის NASA დაახლოებით 500 მილიონ დოლარს გამოყოფს; სავარაუდოდ, თითოეული მისიის შესრულება 2028-2030 წლებში დაიწყება.
NASA-ს მიერ შერჩეული მისიებია: DAVINCI+ (ღრმა ატმოსფეროს ვენერას გამოკვლევა კეთილშობილი გაზების, ქიმიისა და გრაფიკა პლუს) და VERITAS (Venus Emissivity, Radio Science, InSAR, ტოპოგრაფია და სპექტროსკოპია).
DAVINCI+ შეაფასებს ვენერას ატმოსფერულ შემადგენლობას, რის შედეგადაც დადგინდება, როგორ წარმოიქმნა და განვითარდა მზის სისტემაში შემავალი ყველაზე ცხელი პლანეტა, არსებობდა თუ არა იქ ოდესმე ოკეანე და რატომ არის ის დედამიწის ატმოსფეროსთან შედარებით „უკონტროლო სათბური“.
VERITAS-ის მიზანი პლანეტის გეოლოგიური ისტორიის შესწავლა იქნება და წარმოაჩენს ვენერას უნიკალური გეოლოგიური მახასიათებლების – „ტესერების“ -სურათებს, (ვენერას ზედაპირზე ტექტონიკურად დეფორმირებული ზონები), რომლებიც შეიძლება შედარდეს დედამიწის კონტინენტებთან.
1978 წლის შემდეგ, ეს აშშ-ის მიერ ვენერას ატმოსფეროში განხორციელებული პირველი მისია იქნება; DAVINCI + -ის შედეგებმა შესაძლოა მზის სისტემისა და მის ფარგლებს გარეთ დედამიწის პლანეტის ფორმირების შესახებ ჩვენებური გაგება შეცვალოს.

წყარო: https://www.nasa.gov/press-release/nasa-selects-2-missions-to-study-lost-habitable-world-of-venus