ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში გზა გადაკეტეს

ივნისი 7, 17:20
0
60

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 7 ივნისს „ენკას“ ქუთაისის ოფისისკენ მსვლელობა გამართეს და ოფისის პიკეტირება მოახდინეს.

მათ „ენკას“ ქუთაისის ოფისის შესასვლელი კარი წებოვანი ლენტით დალუქეს. ისინი ადგილზე პროტესტს საყვირებით გამოხატავენ და ამ ფორმით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ

აქციის მონაწილეებმა კობი ქუთაისის ტყიბულთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.

აღნიშნული მსვლელობის შესახებ „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა 5 ივნისს დააანონსა და მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რათა ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

მოგვიანებით რიონის ხეობის მცველები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლებენ, სადაც დღეს რვა აქტივისტის სასამართლო პროცესი იმართება. მათი განცხადებით, აქტივისტები უსამართლოდ არიან დაკავებული.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა პროტესტის 223-ე ღამე გაათენეს.