„ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი საარჩევნო ტაქტიკა არის მედიის მეშვეობით დეზინფორმაციის გავრცელება – შალვა პაპუაშვილი

სექტემბერი 13, 12:26
0
32

შალვა პაპუაშვილი მედიაში სასულიერო პირების მოსმენასა და მასზე დაკვირვების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის.

„რატომაც მოდელირებული „ქრონიკის“ გაკეთება იყო თავის დროზე საჭირო და სჭირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, სწორედ ამიტომ სჭირდება ახლა ასეთი ტალახის სროლა. ეს გახლავთ რუსული პროპაგანდის ტიპიკური ფორმა, როდესაც ხდება ფაბრიკაცია, უბრალოდ რაღაც ისტორიების გამოგონება, დაბრალება და შემდეგ ამაზე აჟიოტაჟის ატეხა და თითქოს ვინმეს საქმე თავის სამართლებლად უნდა ჰქონდეს. ეს არის პროპაგანდის სამაგალითო შემთხვევა. ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი საარჩევნო კამპანია არ აქვს. თუ დააკვირდით, რაიმე წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსი თუ აქვთ, პროგრამა თუ წარადგინეს. არაფერი აქვთ. რატომ არ აქვთ? იმიტომ რომ მათი ერთადერთი საარჩევნო ტაქტიკა არის მედიის მეშვეობით დეზინფორმაციის გავრცელება, დისკრედიტაცია და აქედან გამომდინარე გარკვეულწილად დუღილის ტემპერატურის აწევა იმის იმედით, რომ რაღაც შედეგს მიაღწევენ არჩევნებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Cesko