ნაცებს ისტორია არ გაქვთ! თქვენ ქართველების სისხლით გაპოხილი ისტორიის ავტორები ბრძანდებით! – ლაშა ამირეჯიბი ხატია დეკანოიძეს

ივნისი 11, 20:43
0
623

პუბლიცისტი, ლაშა ამირეჯიბი, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ჰოი, საოცრებავ..გაგიჟდები კაცი! ხატია დეკანოიძე ისტორიაზე რომ ილაპარაკებს და ისტორიის მხარეს რომ სურს დგომა, როცა მოუწევს, ოღონდ არ იცის , როდის მოვა ეგ დრო, მაგრამ მაინც ისტორია უნდა. თან, პარლამენტში გაჰყკივის, ნახავთ, ჩვენ ნაცები ისტორიის და სიმართლის მხარეს რომ ამღმოვჩნდებითო და სათითაოდ გაგასამართლებთ ყველასო. რომელ ისტორიის მხარეს, ქ-ნო ხატია? ქე რომ საკნებში იხრჩობდა უდანაშაულო ხალხი თავს, თუ შ.ს-სამინისტროს სართულებიდან რომ ხტებოდნენ ბიზნესმენები? ალბათ ისტორიას რომ ამბობთ, გულისხმობთ ბრიუსელიდან დაბრუნებულ 14 წლის პატიმრის ,გიორგი ზერეკიძის მამას, საზღვარზე სამასი აბი სუბუტექსი რომ ჩაუდეთ და ბოლოს, ჩამოხრჩობილი რომ იპოვნეს საკანში! ხომ სწორად მახსოვს, ქ-ნო ხატია? რა თქმა უნდა, გეთანხმებით!

თქვენი სისხლიანი ისტორიის დავიწყება ნამდვილად შეუძლებელია და არც უნდა დაივიწყოს ქართველმა ერმა.

არც გუბაზ სანიკიძე არ უნდა დაავწყდეს ქართველ ერს. საქართველოს ისტორიაში დიდი ასოებით ჩაეწერება მისი გვარსახელი. თუ რა ფორმით, და რას დაარქმევს ისტორია მას , ეს ამბავი ისტორიას და ქართველ ხალხს მივანდოთ. ასეთი კაცების ბედს, როგორც წესი ,ისტორიის ფურცლებზე სათანადო ადგილი აქვს მიჩენილი.
თქენგან, ნაცებისგან განსხვავებით ქართველ ერს ზედმიწევნით კარგი მეხსიერება აქვს და ყველაფერი ზედმიწევნით კარგად ახსოვს.
თქვენ, ნაცებს ისტორია არ გაქვთ! თქვენ ქართველების სისხლით გაპოხილი ისტორიის ავტორები ბრძანდებით!