მზად ვარ, ჩემი ხელით ავცრა საკუთარი ოჯახის წევრები საჯაროდ – გიორგი ჩალაძე

მარტი 19, 15:08
0
192

„ახლა, მთელი ერი უნდა გავერთიანდეთ, ეს ტრაგიკული შემთხვევა ვაქციოთ სანიმუშო მაგალითად, როგორ უნდა დავიცვათ ერთმანეთის ინტერესი და უზრუნველვყოთ უსაფრთხო გარემო ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტრაგიკულმა შემთხვევამ ვაქცინაციის წინააღმდეგ არ უნდა განგვაწყოს და იგი მზად არის, საკუთარი ოჯახის წევრები საჯაროდ აცრას.

„დღესაც, ამ მოცემულობით, მე მზად ვარ, ჩემი მშობელი, ყველაზე ძვირფასი, რაც მე გამაჩნია, ჩემი ოჯახის წევრები საჯაროდ ავცრა, იმიტომ, რომ ვაღიარებ, რომ აუცილებელია ვაქცინაცია და ტრაგიკული შემთხვევები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ. მე მზად ვარ ჩემი ხელით ავცრა საკუთარი ოჯახის წევრები საჯაროდ და ეს უნდა გააკეთოს ყველამ“, – განაცხადა მან.

დღეს, ახალციხელი მედდა, 27 წლის მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.