მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 191 მილიონს გადააჭარბა

ივლისი 20, 19:28
0
57

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 191 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 191 071 826 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 099 338 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 134 102 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 609 268 ​​​​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.