მსოფლიოში ახალი, საშიში „ლამბდა“ შტამი ვრცელდება – ჯანმო

ივლისი 20, 18:14
0
143

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, სახიფათო „ლამბდა“ შტამი ვრცელდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ამის შესახებ ჯანმოს საშიში დაავადებების ქვედანაყოფის უფროსმა მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.

შტამმა მსოფლიოს 30 ქვეყანაში დაიწყო ცირკულირება. მისი ინფორმაციით, შტამი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშია გავრცელებული.

პირველად „ლამბდა“ შტამი პერუში გავრცელდა. ის ბრაზილიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს და ვირუსის ეს ვარიანტი გავრცელების მაღალი სიჩქარის გამო საშიშ შტამებში შეიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად იცავს ამ შტამისგან ადამიანს მსოფლიოში დღეს არსებული ვაქცინები.

„ლამბდა“ შტამი ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, როგორებიცაა ჩილე, პერუ, ეკვადორი და არგენტინა.