მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ იპოთეკურ სესხის თანადაფინანსებით – ნათია თურნავა

სექტემბერი 13, 14:44
0
75

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მრავალშვილიანი ოჯახები უკვე ჩაერთვნენ პროგრამაში, რაც მათთვის სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას გულისხმობს.

მინისტრის ინფორმაციით, სერვისით სარგებლობის მოთხოვნაზე უკვე 11 ასეთი განაცხადი რეგისტრირებული.

“სხვადასხვა ბანკებიდან მოგვდის მონაცემები, რომ 11-მდე იპოთეკური სესხია ახალი პროგრამით მხარდაჭერილი, აქედან 5 დამტკიცებული და 6 განხილვაშია. ეს არის საუბარი მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელთაც 3 და მეტი შვილი ჰყავთ და ოჯახებზე, რომელთაც ახალშობილი გაუჩნდებათ ოჯახში.

ძირითადად, 3 და მეტ შვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ თავისი საბინაო პირობების გაუმჯობესებისთვის, ბინის შეძენისას იპოთეკური სესხით და ჩვენი თანადაფინანსებით,”- აცხადებს ნათია თურნავა.

Cesko