მოსკოვში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა – არის მსხვერპლი

სექტემბერი 11, 15:22
0
70

მოსკოვში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა. აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 11 წლის გოგონა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქებისას 6 ადამიანი დაშავდა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულმა განყოფილებამ განაცხადა, რომ შენობის ნგრევა გაზის აფეთქებამ გამოიწვია.

მათი თქმით, გაზის ინფრასტრუქტურა არ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების მოთხოვნებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

Cesko