მონაზონმა სკოლიდან 835 000 დოლარი მოიპარა და აზარტულ თამაშებში დახარჯა

ივნისი 10, 15:50
0
112

ხანდაზმული კალიფორნიელი მონაზონი კათოლიკური სკოლის თანხების მითვისებას აღიარებს, სადაც ის აზარტული თამაშების ხელშესაწყობად ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა.
ლოს-ანჯელესის გარეუბანში სკოლის დირექტორად მუშაობის პერიოდში, 79 წლის მერი მარგარეტ ქროიფერმა, სავარაუდოდ, 835,000 დოლარზე მეტი (590,000 ფუნტი სტერლინგი) მიითვისა.
მას ახლა 40 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, მონაზონი აღიარებს, რომ თაღლითურად მოპოვებული ფული აზარტული თამაშების შედეგად დაგროვილი ვალების დასაფარად გამოიყენა.
მონაზონი, რომელმაც ფიცი დადო, რომ უარს ამბობდა ყველა სახის მატერიალურ სარგებელზე, სენტ ჯეიმსის კათოლიკურ სკოლას (ტორანსი, კალიფორნია) 28 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ოფიციალური პირების თქმით, ის 10 წლის მანძილზე, პენსიის ასაკამდე, თაღლითობდა.
”სენტ ჯეიმსის სკოლის საზოგადოება შოკირებულია და წუხს ამ ქმედებების გამო; მრევლმა, სკოლამ და არქიეპისკიპოსის ეპარქიამ ხელისუფლებასთან სრულად ითანამშრომლა ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით”, – ნათქვამია ლოს-ანჯელესის არქიეპისკიპოსის ეპარქიის განცხადებაში.
როგორც მერი მარგარეტ ქროიფერის ადვოკატმა გამოცემა The Los Angeles Times-ს განუცხადა, ის “ძალიან ნანობს” ჩადენილ დანაშაულს.  მისი ფსიქიკური ავადმყოფობა კი სასამართლოს განაჩენის გამოტანას აფერხებს.
სკოლის დირექტორად მუშაობისას, მონაზონი ქროიფერი ”საკრედიტო კავშირში ბიუჯეტს (მათ შორის, სკოლის კუთვნილ შემნახველ ანგარიშსა და სკოლაში დასაქმებული მონაზვნების ცხოვრების ხარჯების დასაფარად შექმნილ ანგარიშს) აკონტროლებდა,“ – ნათქვამია აშშ-ის ადვოკატთა ოფისის განცხადებაში.
მერი მარგარეტ ქროიფერს ორი ბრალდების აღიარება მოუწევს – საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით თაღლითობა და ფულის გათეთრება.