მოლდოვაში პოლიტიკოსებმა პირდაპირ ეთერში იჩხუბეს (video)

ივლისი 21, 18:12
0
107

მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გენადი კოსოველმა და პრეზიდენტ მაია სანდუს ყოფილმა მრჩეველმა სერგეი ტოფილატმა სატელევიზიო პროგრამის ეთერში ხელჩართული ბრძოლა გამართეს.

პოლიტიკოსებს შორის ორთაბრძოლა ტელეკომპანია Jurnal-ის სატელევიზიო პროგრამა Ora Expertizei-ის მსვლელობის დროს მოხდა. კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა სერგეი ტოფილატმა გენადი კოსოველს “უდღეური” უწოდა. პასუხად, კოსოველმა მოწინააღმდეგეს წყალი შეასხა, ტოფილატმა კი მას დაარტყა და იატაკზე დააგდო.

მოგვიანებით სერგეი ტოფილატმა ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ  მომხდარს ინანიებს.