მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი? – გიორგი ღიბრაძის განმარტება

მაისი 25, 13:24
0
486

ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ ამ ქვეყანაში არის თანმიმდევრული და უკავშირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კომენდანტის საათს შეეხებოდა.

როგორც გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

„თუ იქნება საშუალება იმის, რომ კიდევ უფრო შემსუბუქდეს შეზღუდვები, ცხადია, ეს მოხდება, თუმცა თუ კიდევ უფრო გაუარესდა სიტუაცია შესაძლებელია, იძულებული გახდეს ქვეყანა, კვლავ დამატებითი რეგულაციები შემოიღოს, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე,“- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.