მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს – გახარია

ივნისი 8, 21:29
0
126

“წერილში არის ერთი სიმართლე და მეორე ტყუილი”, – ივანიშვილის წერილის შესახებ გახარიამ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა. გახარიას თქმით, სიმართლეა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი არ არის.

დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს, არც ინტელექტუალური, არც მორალური, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა, მე არ ვსაუბრობ ყველაზე.

“ამ განცხადებაში არის 2 საკითხი:გახარია ჩემი პროექტი არ არის და გახარია არის მოღალატე. ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე, რომ გიორგი გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი, რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს რომ ჩვენ ვართ “ოცნება 2” ჩვეულებრივი ტყუილია და ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და გუნდს. ეს განცხადება შექმნილია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდპაირი ზეგავლენა, მაგრამ სიმართლის ნაწილში ვადასტურებ რომ არ ვართ “ოცნება 2”. პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა და ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ ივანიშვილის ავტორიტეტს უფრო “გაპრავებულად” დაერქვა ღალატი, რაც არ უნდა დამიძახონ, მოღალატე, თვალთხარიაც დაუძახიათ ჩემთვის, მე ამასაც მოვითმენ, ეს ჩემი ტვირთია”, – ამბობს გიორგი გახარია.