„მიშელმა ოპოზიციას თითი დაუქნია და ცივი წყალი გადაასხა“ – ალუდა ღუდუშაური

ივლისი 19, 22:55
0
67

ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ შარლ მიშელმა ოპოზიციას თითი დაუქნია და ცივი წყალი გადაასხა, როცა მასთან ოპოზიცია საწუწუნოდ მივიდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბატონმა მიშელმა ძალიან კარგად იცის და უწყის, როგორ სრულდება ის დოკუმენტი და შეთანხმება, რომელიც მან დატოვა, ვინ ასრულებს ამ შეთანხმებას, ვინ – არა.

„ასევე მკაფიო გზავნილი იყო მათთვისაც, ვინც ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეთანხმებას, დოკუმენტს ჰქვია – „საქართველოს მომავლისთვის“, ეს არის მკაფიო გამოხატულება იმისა, ვის არ უნდა საქართველოს უკეთესი მომავალი. არაერთხელ აღვნიშნავდით, რომ დიახ, მიშელი რომ ჩამოვიდოდა, სულ ტყუილად უხაროდა ოპოზიციას და სულ ტყუილად ჰქონდათ აჟიოტაჟი და ერთგვარი კეკლუცობის რეჟიმში იყვნენ გადასული, თითქოს, მიშელი ვერ დაინახავდა, ან ვერ წაიკითხავდა ერთის მხრივ იმას, რაც მან შეთანხმების სახით დატოვა, მეორე მხრივ, იმ ნაბიჯებს, რაც კონკრეტულმა მხარეებმა გადადგეს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.