მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატება – ღარიბაშვილი გახარიას

ივნისი 9, 15:20
0
82

ჩვენს საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა, კრიზისის დროს მას უნდა აეღო ეს პასუხისმგებლობა. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ყოფილ პრემიერაზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, გახარია იმ მიზეზით გადადგა, რომ კანონი არ აღსრულებულიყო, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. მოქმედმა პრემიერ-მინსიტრმა ექსპრემიერს წარმატება უსურვა.

„გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშილის მმართველობის დროს იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ დაინიშნა ეკონომიკის, შს მინისტრად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად. შემდეგ იყო პრემიერი და ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ნაბიჯი მისი მხრიდან. ალბათ, მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემერი გადადგა იმის, გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო. 

მინდა მარტივი შედარება გავაკეთო, ნებისმიერ ოპერაციას თან ახლავს რისკები. ინფორმაციას გვქონდა, იქ არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა. იქ იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მის ქმედება დაერქვა სახელი, კრიზისის დროს მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა. ჩვენს საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა. 

ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება და ან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას. შესაბამისად, მე ვერაფერს დამატებითს ვერ ვიტყვი. მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.