მიხეილ სააკაშვილს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდე – მარინა კალიურანდი

სექტემბერი 15, 10:28
0
114

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი მიხეილ სააკაშვილსა და ევროპარლამენტარებს შორის გამართულ შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

“ევროპარლამენტარებსა და მიხეილ სააკაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე მე მას მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინაასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის გამოიყენოს, პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ,”- წერს კალიურანდი „ტვიტერზე“.

Cesko