”მიფრინავს, თმას იწიწკნის, რისი გულისთვის, რომ კალაძეს დაუმტკიცოს, არ მოუწევია” – ჯაფარიძე გახარიაზე

სექტემბერი 13, 22:09
0
211

თვითმფრი­ნავ­ში ჯდე­ბა, მიფ­რი­ნავს, თმას იწიწ­კნის, რისი გუ­ლის­თვის, რომ კა­ლა­ძეს და­უმ­ტკი­ცოს, არ მო­უ­წე­ვია – ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩი – მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ ლი­დერ­მა ზუ­რაბ (გირ­ჩი) ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მის წი­ნა­აღ­მდეგ ნარ­კო­ტესტთან და­კავ­ში­რე­ბით მზად­დე­ბო­და პრო­ვო­კა­ცია.

ჯა­ფა­რი­ძის შე­ფა­სე­ბით, ეს ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვია.

„უნ­დობ­ლო­ბა­ზე მე­ტად ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი არის, რომ პრე­ტენ­ზი­ე­ბის და ამ­ბი­ცი­ე­ბის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სი ტეს­ტის­თვის მი­დის სხვა ქვე­ყა­ნა­ში. თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის ამ­ბა­ვია, რა­ტომ უნდა აკე­თებ­დეს ამას პო­ლი­ტი­კო­სი, არ მეს­მის. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის წინ, სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, რომ „მე წა­ვალ შე­სა­მოწ­მებ­ლად და და­გიმ­ტკი­ცებთ, რომ არ ვარ ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი.“ ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვია, რომ თვითმფრი­ნავ­ში ჯდე­ბა, მიფ­რი­ნავს, თმას იწიწ­კნის, მერე უკან წა­მო­ვა, ჩაჯ­დე­ბა თვითმფრი­ნავ­ში, ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში… ეს შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ქცე­ვა იყოს პო­ლი­ტი­კო­სის­გან? რისი გუ­ლის­თვის, რომ კა­ლა­ძეს და­უმ­ტკი­ცოს, არ მო­უ­წე­ვია. გა­ვი­გე, რომ არ ენ­დო­ბა, მაგ­რამ ფე­ხებ­ზე რატო არ იკი­დებს?! ჩემ­ზეც ხომ იძა­ხი­ან, ამას შვრე­ბა, იმას შვრე­ბაო, ფეხ­ზე ხომ მკი­დია?! მე არ მეს­მის ეს ქცე­ვა და ალ­ბათ, გა­ხა­რია უნდა იყო, რომ ახ­სნა, თმის მო­სა­წიწ­კნად რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გაფ­რინ­დე სა­დღაც“, – აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

Cesko