მეუფე ნიკოლოზმა მეუფე სპირიდონს 3 წინადადება შესთავაზა

ივნისი 8, 14:17
0
185

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მეუფე ნიკოლოზი დღესაც მივიდა და თავშესაფრის მმართველთან შეხვედრას მართავს. როგორც მან ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე სპირიდონთან სამი შეთავაზება აქვს.

კერძოდ, მეუფე ნიკოლოზი პანსიონში არსებული რეალური ვითარების გასაცნობად სასულიერო პირს სთავაზობს, რომ იმ სოცმუშაკებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში პანსიონის ბენეფიციარებთან მუშაობდნენ, შედეგები მედიას გააცნონ.

მეორე შეთავაზებაა, რომ ადგილზე არსებული მდგომარეობა ტელევიზიის ოპერატორებმა ჟურნალისტების გარეშე გადაიღონ.

ხოლო მესამე შეთავაზებაა, მედიას, პანსიონში სრულფასოვანი მუშაობის საშუალება მიეცეს და ოპერატორებთან ერეთად იქ ჟურნალისტებიც შევიდნენ ვითარების გასაცნობად.

დათანმხმდება თუ არა მეუფე სპირიდონი მეუფე ნიკოლოზის წინადადებებს და ექნება თუ არა მედიას უშუალოდ პანსიონის შიგნით აღბეჭდოს არსებული ვითარება, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.