მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, პიკი გადავიარეთ – ამირან გამყრელიძე

ივნისი 11, 19:38
0
79

ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ. მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის აჭარაშიც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა პარამეტრი, მათ შორის ინციდენტობისა და ახალ შემთხვევათა მაჩვენებელი მცირდება.

„მნიშვნელოვანია, რომ უკვე ბევრ ტურისტს ვხედავთ ქუჩაში, თანდათან ეკონომიკა იხსნება და ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაშიც. მთლიანად ქვეყანაში მშვიდდება ეპიდსიტუაცია და მისი ყველა პარამეტრი, როგორიც არის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე. დადებითობის პროცენტი აჭარაში გვაქვს 2%-ის ფარგლებში ივნისის განმავლობაში და გუშინდელი მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებშია, ახალი შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, მერყეობს 40-70-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა გამყრელიძემ.