მედიის ცნობით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს

სექტემბერი 13, 11:08
0
61

ღაზას სექტორიდან რამდენიმესაათიანი ინტერვალის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორივე რაკეტა ანტისარაკეტო სისტემა „რკინის გუმბათმა“ ჩამოაგდო.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ღაზას სექტორიდან რაკეტების გაშვებამდე ისრაელმა ავიაიერიშები მიიტანა „ჰამასის“ ობიექტებზე.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამწვავდა. ამის მიზეზი ისრაელის ციხიდან ექვსი პალესტინელი პატიმრის გაქცევა გახდა.

ღაზას სექტორიდან პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები პარასკევს და შაბათსაც გაუშვეს. ისრაელმა საპასუხოდ კვირას ავიაიერიშები მიიტანა „ჰამასის“ 4 ობიექტებზე. სარაკეტო იერიშებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ პალესტინურ დაჯგუფებას არ აუღია.

Cesko