მე კიდე ვიმედოვნებდი, ჯანგოს გავყვებით-მეთქი, მაგრამ რათ გინდა, კასტილებით როდის ჩავალთ ადგილზე?! – გელა ზედელაშვილი

ივლისი 20, 15:48
0
432

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში დავით აქუბარდიას ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ინგას გავყვეთო!
დავით აქუბარდია: ,,მოდით, ყველა გავყვეთ ინგას, რამე მოიფიქროს… არ ვიცი, აქ რაღაცა საკოორდინაციო საბჭოსავით არი მედიასუბიექტებისა და მოვიფიქროთ, სადაც არ უნდა იყოს, გავყვეთ. თუ ჩვენ დავუთმეთ, ყველას გადაგვივლიან და ვიქნებით რაღაც რუსული პერიფერია, არ დავუშვათ ეს”.
როგორც შინაურულ წრეებში იძახიან, მსოფლიო მბრძანებლებმა ჰაერში რაღაცა გაუშვეს, რათა ხალხი გამოა…ლევონ. ვუყურებ ამას და ვფიქრობ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, ამავე დროს მიჩნდება ეჭვი, ანუ შეკითხვა: კი, მაგრამ ეს ხომ ადრეც (მთელი ცხოვრება) ეგეთი გამო…ლევებული იყო?!
 
აი, ამაშია საქმე!
მე კიდე ვიმედოვნებდი, ჯანგოს გავყვებით-მეთქი, მაგრამ რათ გინდა, კასტილებით როდის ჩავალთ ადგილზე?!
 
ისე, ამ სირთაოზას უთხარით, როცა საზოგადოებას ელაპარაკება, სათვალე უნდა მოიხსნას, ევროპიული სტანდარტია და ამავე დროს ელემენტარული ზრდილობაც!“