მჩქეფარე ტემპერამენტი გაქვთ, ინგა – ლევან ვასაძე გრიგოლიას

ივნისი 2, 14:50
0
859

გადაცემაში რეაქცია, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პოლიტიკური პარტია „ერის“ დამფუძნებელს, ლევან ვასაძეს ჰკითხა იყო თუ არა „ბიძინა ივანიშვილის პროექტი“.

„როგორი მჩქეფარე ტემპერამენტი გაქვთ ინგა.

მე ბიძინას არასოდეს დავმუქრებივარ, ყოველთვის ვუპირისპირდებოდი სხვადასხვა საკითხში, აზარტულ თამაშებში, უცხოელებზე მიწების გაყიდვის საკითხში და სხვა… მე ვაქრობდი ამ პატარ-პატარა ხანძრებს, რის შემდეგაც მედიის მხრიდან და ზოგადად ვიღებდი დაცინვას, კრიტიკას.

რაღაც ეტაპის შემდეგ ფიალა აივსო და მივიღე გადაწყვეტილება ეს პატარ-პატარა კერები ერთობლივად ჩამექრო. ასე რომ ვფიქრობ, ბრალდება „ბიძინას პროექტი“ უნდა ეძებოთ იმ ხალხში ვინც მის პარტიაში იყო.

გახარია რა თქმა უნდა ბიძინას პროექტია, წავიდა რადგან მეტი კოჰაბიტაცია უნდოდა ნაცებთან. მან აისხლიტა ყველა შეკითხვა ბიძინაზე, როცა მე პირდაპირ ვუპირისპირდებოდი მას“,- ამბობს ვასაძე და დასძენს, რომ ის არც რუსეთის აგენტია, არც დასავლეთის, ის არის საქართველოს აგენტი.

ლევან ვასაძემ დაადასტურა რომ მოსკოვში კრემლის იდეოლოგს, ალექსანდერ დუგინს შეხვდა.