მარტივი არ არის გასცდე კახა კალაძეს და გოლი გაიტანო – იაგო ხვიჩია

ივლისი 20, 13:38
0
118

ოპოზიციამ რამე უნდა მოიფიქროს, მარტივი არ არის გასცდე კახა კალაძე და გოლი გაიტანო – „გირჩს“ არ ეყოლება თავისი კანდიდატი, ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ მერის არჩევნები მოვიგოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ასევე არ აპირებენ მოუწოდონ ამომრჩეველს, თუ ვის დაუჭირონ მხარი. მისი თქმით, „გირჩი“ აქცენტს არჩევნების პროპორციულ ნაწილზე გააკეთებს.

„მე არ ვუყურებ კახა კალაძეს როგორც კორუფციონერს და დამნაშავეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა დაასახელოს ოპოზიციამ, კახა კალაძე იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ნებისმიერი ჩვენგანისთვის ოპიზიციიდან. ჩვენ მეორე არჩევანს არასოდეს ვუთითებთ ჩვენს ამომრჩევლებს, რადგან განსხვავებული ამომრჩევლები გვყავს, მეორე არჩევანი მათთვის განსხვავებულია, ზოგს ერთი კანდიდატი მოწონს, ზოგს მეორე, ზოგს მესამე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავუჭერთ სხვას მხარს, გარდა „გირჩის“ კანდიდატისა. თუმცა, მერობის არჩევნებზე „გირჩს“ არ ეყოლება თავისი კანდიდატი, რადგან ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ მერის არჩევნები მოვიგოთ,“ – განაცხადა ხვიჩიამ.