„მადლობა თქვენ ყველას ვინც მწერთ და მკითხულობთ“ – როგორია ზურა ხაჩიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ივლისი 19, 23:04
0
132

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. ის ალადაშვილის კლინიკის ექიმებს, ირაკლი ქართველიშვილს, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და ექიმ ლევან რატიანს მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ალადაშვილის კლინიკის ექიმებს ყურადღებისთვის ბატონ ირაკლი ქართველიშვილს. ასევე დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს სულ ხაზზე არიან. რა თქმა უნდა ლევან რატიანს!

მადლობა თქვენ ყველას ვინც მწერთ და მკითხულობთ. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და უფლის წყალობით ყველაფერი კარგად ჩაივლის“, – წერს ზურა ხაჩიძე.