„მაჭავარიანის ფერდობზე არანაირი პრობლემა არ არის“ – კახა კალაძე

სექტემბერი 11, 15:39
0
106

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაშლიჯვრის ფერდზე არსებული მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ფერდობზე არანაირი პრობლემა არ არის.

მისი თქმით, ახალ გზაზე გადაადგილება ყველასათვის უსაფრთხო იქნება.

„არანაირი პრობლემა იქ აღარ არის. თქვენ იცით, რომ ახალი გზა გაგვყავს, შესაბამისად, არის სამი კონკრეტული ადგილი, რომელიც მეწყერსაშიში იყო და სამივე ამ ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ამ ახალ გზაზე იყოს გადაადგილება ყველასთვის უსაფრთხო. ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც მაჭავარიანს ქუჩას და მარშალ გელოვანის გამზირს აკავშირებს ერთმანეთთან“, – აცხადებს კახა კალაძე.

26 აგვისტოს ​ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზაზე მოძრაობა აღდგა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ფერდი, სადაც ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა და ახლაც მიმდინარეობს, უსაფრთხოა და ამ გზაზე გადაადგილება შესაძლებელია.

Cesko