ლუკაშენკო: მადლიერი ვარ – რუსეთი ბელარუსს მილიარდზე მეტის ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის

სექტემბერი 13, 12:09
0
216

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთთან შეთანხმებულია 2025 წლამდე შეიარაღების მიწოდების საკითხი, რომლის საფასური მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„მე მადლიერი ვარ რუსეთის ხელმძღვანელობის იმისთვის, რომ მათ შეათანხმეს შეიარაღების მთელი ჩამონათვალი, რომლებიც 2025 წლამდე აქ იქნება. ეს მართლაც, ათეულობით თვითმფრინავია. მათი ნაწილი უკვე ჩვენთან არის. ეს არის ვერტმფრენები – რამდენიმე ათეული ТОР-М2. დიდი მოცულობებია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენც და რუსეთიც სერიოზულად აღვიქვამთ დასავლურ მიმართულებას, სადაც ჩვენ ვართ უშუალო შეხებაში ნატოს ჯარებთან“ , – განუცხადა ჟურნალისტებს ლუკაშენკომ.

მას, თავდაპირველად, თანხის დასახელება არ სურდა, თუმცა, მიანიშნა, რომ შეიარაღების ფასი მილიარდ დოლარს აჭარბებს.

Cesko