ლოზუნგი, გაუქმდეს აფხაზეთის ავტონომია, არ შეიძლებოდა – ქეთი დოლიძე გამსახურდიაზე

ივნისი 8, 16:37
0
266

რეჟისორი, ქეთი დოლიძე, ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემაში, ტვ იმედზე, საუბრობს:

“დისიდენტობა ცხოვრების სხვა ფორმაა, როდესაც დისიდენტი ხდება სახელმწიფოს მეთაური, ის დისიდენტური კუდი არ უნდა მოჰყვეს, ის სხვა მენტალიტეტია, ქუჩის, მიტინგის მენტალიტეტი. ზვიადი რომ ავირჩიეთ პრეზიდენტად, მეც მივეცი ხმა, თუმცა, მისი სისუსტეები ვიცოდი. ვიცოდი, რომ ჩვენ არ გვაპატიებდნენ ამ დამოუკიდებლობას. ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. მე გამოვიტირე საქართველოს ბედი, როდესაც 4 აპრილს ვნახე დიდი ლოზუნგით, გაუქმდეს აფხაზეთის ავტონომია. არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია იყო რომ 9 აპრილს 22 ქალი დაიღუპა. როცა უწმინდესი გეუნება, რომ რეალურია ხალხი, დაშალეთ ხალხი, გამოდის ერთ-ერთი ლდიერი, გლეჯს უწმინდესს მიკროფონს და იწყებს “მამაო ჩვენოს” -აი, ამიტომ დავისაჯეთ ჩვენც. ჩვენ გავწირეთ 22 ქალი სასიკვდილოდ.

როდესაც ზვიადის დაღუპვის ამბავი გავიგე, ავქვითინდი, გინდ დაიჯერე, გინდ არა, მისი ბედი ისეთი ტრაგიკულია, მეტი არ შეიძლება.

სინანულის შეგრძნება მაქვს იმის გამო, რაც დაემართა ზვიადს. ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც ის ჩამოიყვანეს საქართველოში.

რამდენიც უნდა გავილანძღო, ჩემი უახლოესი მეგობარია ბესო გუგუშვილი, სულ ვეუბნებოდით, გაჩერდი, ეს ცუდად დამთავრდება, ნუ გვაცხადებთ წითელ ინტელიგენციად. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა და ზვიადს ჰქონდა იქედან შერჩენილი. უკაცრავად, მაგრამ კონსტანტინე იმდენად უყვარდა ბერიას და სტალინს, ჩოხაში აბა ერთი გაებედა ვინმე სხვას ასე წინ და უკან სიარული თბილისში. ამდენი ხალხი დახვრეტილი, გაუბედურებული, კონსტანტინეს არასოდეს შეხებიან. “ვაზის ყვავილობა” მე ხომ არ დავწერე, კაცო, კონსტანტინემ დაწერა, ხო? მოუწია კი არა, უნდოდა და დაწერა რა.

ბესო დღესაც ამბობს, ზვიადმა სამწუხაროდ თავი მოიკლა, ამას ამტკიცებს ბესო.

ჩემთან თქვა ზვიადმა, თუ შენი ქვეყნისთვის იკლავ თავს, მაშინ ეს არ ითვლება ცოდვად, ეს მსხვერპლთშეწირვააო.

ოჰ, ახალი ამბავი, რომ რუსული კვალია ზვიადის სიკვდილში, ის იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ იმან მოიკლა თავი”.